23 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
150 ათასი ლარი კომპესაციის სახით - წულუკიანისგან სასამართლო განჩინების აღსრულებას ყოფილი თანამშრომლები 4 წელია ელიან

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები უკვე 4 წელია სამსახურში აღდგენას და კომპესაციას ელოდებიან. თეა წულუკიანს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომელმაც პოსტზე დანიშვნისთანავე ისინი გაათავისუფლა, სასამართლოს სამივე ინსტანცია მოუგეს.

იუსტიციის მინისტრის უკანონო გადაწყვეტილებამ ბიუჯეტი 150 ათასი ლარით დააზარალა. სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს კომპესაციის სახით წულუკიანმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად საკითხი ამ დრომდე ღიაა. ბრალდებების ადრესატი არ აკონკრეტებს როდის აპირებს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

უკანონოდ გათავისუფლებულების ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციის იურისტებმა დღეს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულება საჯაროდ მოსთხოვეს. ისინი თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა სწორედ იმ უწყების მიერ, რომელსაც სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და ნდობის მოპოვება ევალება, სახიფათო პრეცედენტია.

იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, პროცესში აღსრულების ბიურო ჩაერთვება, რომელმაც ამის გამო პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დავის დაწყების მოთხოვნით უნდა მიმართოს.

დღის ამბები