20 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
საკრებულოში ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან - ოპოზიცია ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

საკრებულოში მორიგი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან - დედაქალაქის მოქმედ ხელმძღვანელებთან ერთად თვითმმართველობის ორგანოში თბილისის ყოფილი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, სამუშაოების რა ეტაპზე და ვინ დაუშვა შეცდომა.

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ჯერჯერობით, ერთადერთია თბილისის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, რომელიც მეტროში მომხდარი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობას არ გაურბის. სწორედ მას ევალებოდა წლების განმავლობაში სატრანსპორტო საკითხების კურატორობა.

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს" წევრებმა დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, როგორც მოქმედ, ისე ყოფილ ჩინოვნიკებზე.

სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა, უმრავლესობამ დღეს ზეპირი თანხმობა განაცხადა, რომ საკრებულოს საგანგებოდ შეიკრიბოს და მეტროს ინცინდენტზე იმსჯელოს.

თბილისის მერიამ ყველა მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერა. ამის პარალელურად, მერია სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლს გაამკაცრებს. ორ კვირაში კახი კალაძეს მისმა მოადგილეებმა უნდა წარუდგინონ უკვე ჩატარებული სამუშაოების ჩაბარების ახალი სტანდარტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები