20 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
ივანიშვილის ხეები - სპეციალისტები შავი ზღვისპირეთში მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს განადგურებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ოპოზიცია, მესამე სექტორთან ერთად, პრობლემას ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადატანა-გადარგვასა და ამ ხეების ტრანსპორტირებისათვის გზების გასათავისუფლებლად ჯანმრთელი ხეების მოჭრაში ხედავს.  

ისინი საუბრობს იმაზეც, რომ ხშირ შემთხვევაში ყოფილი პრემიერის სურვილების ასასრულებლად ირღვევა კანონებიც.

მთავრობა კი ამ თემაზე დუმს. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ან არაფერს ამბობენ ამ პრობლემის შესახებ, ან უარყოფენ ყველა ბრალდებას.

აჭარიდან და გურიიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილმა პრემიერმა ასამდე გიგანტური ხე გაიტანა, ამაზე მეტი კი გზის გასათავისუფლებლად მოჭრა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შავი ზღვისპირეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დგას.

სპეციალისტების არაერთი გაფრთხილებისა და პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში ყოფილი პრემიერის დენდროლოგიური პარკისთვის ათასობით კვადრატული ხის მასივი გადათხრილი და განადგურებულია. 

დღის ამბები