20 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
თბილისის 35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს - მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამ წუთებში სამართალდამცველების მობილიზებაა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. აქ ცოტა ხნის წინ ცივი იარაღით დაჭრილი თბილისის 35-ე სკოლის 2 მოსწავლე შეიყვანეს.

საავადმყოფოში შეყვანილიდან ერთ-ერთს ფილტვის, მეორეს კი გულ-მკერდის არეში აქვთ ჭრილობა მიყენებული.

შინაგან საქმეთ სამინისტროში „კურიერს“ განუმარტეს, რომ გამოძიება დაწყებულია და ამ წუთებში გადაუდებელი ღონისძიებები ტარდება.

 

დღის ამბები