24 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
სამართალდამცავებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს ახალი სამსახური გამოიძიებს

სამართალდამცავებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს ახალი სამსახური გამოიძიებს.

არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემისა და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტების შესწავლა, რომლებიც მოქალაქის მოკვდინებით შეიძლება დასრულდეს; პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში და კანონიერების პრინციპის დაცვის კონტროლი - ამ სამი მიმართულებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმუშავებს.

ინსპექტორს უფლება ექნება გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც დაიწყოს. გამონაკლისი მხოლოდ მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. კანონპროექტი ძალოვან უწყებებთან შეთანხმებულია.

ოპოზიციას აინტერესებს როგორ უნდა შეითავსოს ქალდანის უწყებამ საგამოძიებო ფუნქციები. პროექტის მიმართ ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ახალი სამსახური უმოქმედო იქნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ წელიწადში ამოქმედდება.

დღის ამბები