25 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. ვარის პროვინციაში ერთმანეთს ორი სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენები სამხედრო მფრინავთა სკოლას ეკუთვნოდა. შეჯახება კი, სავარაუდოდ, საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

გარდაცვლილთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. წინასწარი ცნობებით, ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებთან ერთად, ერთერთი ვერტმფრენის ბორტზე სამოქალაქო პირიც იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები