24 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში დიდთოვლობის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში დიდთოვლობის გამო საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ასტრურიასა და კალაბრიაში უამინდობის გამო მთავარი მაგისტრალები და პორტები დაიხურა.

ზოგან თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ნავარეში სტიქიასთან ბრძოლის სამოქმედი გეგმაც შეიმუშავეს და მოსახლეობას მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა ქუჩებშიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა და ცივი ამინდი ესპანეთში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

დღის ამბები