20 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
ირანის პოლიციამ ე.წ. ჰიჯაბის აქციის გამო 30-მდე ქალი დააკავა

ირანის პოლიციამ ე.წ. ჰიჯაბის აქციის გამო 30-მდე ქალი დააკავა. საპროტესტო გამოსვლები ახალგაზრდა ქალებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისლამური ტრადიციების წინააღმდეგ გამართეს.

მათ ქუჩებში დემონსტრაციულად თავსაბურავები მოიხსნეს და ამგავარად 1979 წელს ამოქმედებული კანონის გაუქმება მოთხოვეს, რომელიც ქალებს ჰიჯაბების ტარებას ავალდებულებს. კანონი ისლამური რევოლუციის შემდეგ შემოიღეს, როდესაც ირანის ხელისუფლებაში დიდი გავლენა სასულიერო პირებმა მოიპოვეს. ახალგაზრდები ამ რეგულაციის გაუქმებასა და ქალებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებას ითხოვენ.

პოლიციამ აქტივისტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ირანის გენპროკურორმა აქციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

დღის ამბები