20 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
ზაზუნა ფილმა ამერიკელებს გრძელი ზამთარი უწინასწარმეტყველა

ზაზუნა ფილმა ამერიკელებს გრძელი ზამთარი უწინასწარმეტყველა. ქალაქ პანკ-სატონის მცხოვრებლები „ზაზუნას დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ტრადიციის მიმდევრებისთვის ერთგვარ მეტეოროლოგიურ პროგნოზს წარმოადგენს.

უძველესი ტრადიცია 1887 წლიდან არსებობს. მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, ყოველი წლის 2 თებერვალს მომვლელებს ზაზუნა სოროდან გამოჰყავთ.

იმ შემთხვევაში თუ მღრღნელი საკუთარ ჩრდილს ხედავს, ეს იმის ნიშანია, რომ წინ კიდევ 6 ცივი კვირაა მოსალოდნელი.

თუ ზაზუნას ჩრდილი უკან ეცემა, ეს ნაადრევი გაზაფხულის ნიშანია.

ზაზუნას წინასწარმეტყველებით წელს ამერიკაში ზამთარი კიდევ 6 კვირას გაგრძელდება.

დღის ამბები