20 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა მკაცრდება - დანაშაულად ცხადდება აქამდე კანონში გაუწერელი ქმედებები

ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

კანონის გამკაცრების გარდა, დანაშაულად ცხადდება აქამდე კანონში გაუწერელი ქმედებები, მათ შორის: ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ქურდული სამყაროს პასიური წევრობა.

ორგანიზებული დანაშაულის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას ოპოზიცია ეთანხმება, მაგრამ დეპუტატები პრობლემას არა კანონმდებლობაში, არამედ მის აღსრულებაში ხედავენ.

ოპოზიცია იმ გახმაურებულ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც კრიმინალური სამყაროს წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ ან საზღვარს კვეთდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ოპონენტებს ურჩევს, საკანონდებლო განხილვაში ჩაერთონ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები