19 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ორ დღეში ცნობილი ტენორის, თემურ გუგუშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ორ დღეში ცნობილი ტენორის, თემურ გუგუშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის საღამო, მოწვეულ და თეატრის მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად გაიმართება.

თუმცა, კონცერტი სახალხო არტისტის და არაერთი პრემიის ლაურეატის, თემურ გუგუშვილის გარეშე არც ამჯერად ჩაივლის.

ცნობილი ტენორი დღემდე ჩვეული დატვირთვით მუშაობს. ლასკალაში მიღებული გამოცდილებით 80-იანი წლების დასაწყისიდანვე ის საერთაშორისო საოპერო სცენების და ცნობილი თეატრების ხშირი სტუმარი გახდა.

თემურ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნის საღამოზე შესრულდება პიესა „ტოსკას“ პირველი მოქმედება და „ჯამბაზების“ მეორე მოქმედება.

ოპერის თეატრის სოლისტებთან ერთად დღის მთავარ გმირს სასცენო პარტნიორობს გაუწევს, თამარ ივერი, კონცერტის დირიჟორი კი ვიქტორ პოლსკინა იქნება.

აღიარებული ქართველი ტენორის მსმენელს ნაცნობი სცენიდან კიდევ ერთხელ, 4 თებერვალს მიესალმება.

დღის ამბები