19 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლითა და უკანონო ექსპორტით 200 მილიონი გამოიმუშავა

ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლითა და უკანონო ექსპორტით 2017 წელს 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამის შესახებ საუბარია კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელიც გაეროს მონიტორინგის სააგენტომ მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, შემოსავლის ნაწილი ოფიციალურმა ფხენიანმა სირიისა და მიანმარისთვის იარაღის მიწოდების შედეგად მიიღო.

ასევე ჩრდილოეთ კორეა ქვანახშირს ექსპორტს ახორციელებდა რამდენიმე ქვეყანაში, რისთვისაც ყალბ დოკუმენტაციას იყენებდა.

საბუთებში მიმწოდებელ ქვეყნად ხშირად რუსეთი ან ჩინეთი იყო მოხსენიებული. გაერომ ოფიციალურ ფხენიანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები ბოლოს დეკემბერში დაუწესა.

დღის ამბები