25 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე პარტიის ან ბორდის - ეკა გიგაური

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების განსახილველად სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მმართველ პარტიას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პრობლემების გაცნობისკენ მოუწოდებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების და არა რომელიმე პარტიის ან ბორდის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე დაინტერესდეს ამ საკითხებით, რადგანაც მათი გადასახადებიდან იღებენ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასს,“ - განაცხადა გიგაურმა.

კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია, ვასილ მაღლაფერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაცოცხლება, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და უნდა ჩატარდეს ძალიან სიღრმისეული რეფორმები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიბრუნოს მაყურებელი და დაუბრუნდეს თვითონაც საზოგადოებას და არ იყოს მხოლოდ ბიძინას ტელევიზია,“ - აცხადებს ბაია პატარაია.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, ყველა სფეროს წარმომადგენელს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები