24 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
არცერთი წინადადება არ მომისმენია განათლების მინისტრისგან, იმ ფონზე, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია - ნინო კვიტაიშვილი

„დღეს ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კრიმინალი წახალისებულია,“ - ამის შესახებ ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„14-18 წლამდე მოზარდები არის თაობა, რომელსაც სკოლაში ამ 5 წლის განმავლობაში უნდა შეესწავლა სამოქალაქო განათლება, უნდა ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფოებრივი აზროვნება, ისინი ხედავენ, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება სახელმწიფოში ჩამოშლილია და ხედავენ ძველბიჭური ტერმინოლოგიით პარლამენტში შენობაში პრემიერს ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ოპოზიციის წევრმა განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„არცერთი წინადადება მომისმენია განათლების მინისტრისგან იმ ფონზე, როცა კრიმინოგენული სიტუაცია სკოლებში საგანგაშოა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია,“ - აღნიშნა კვიტაიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები