19 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
თუკი სწავლის მიზანია პატრიოტი, სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდა, რელიგია უნდა ისწავლებოდეს - ზვიად ტომარაძე

„რელიგიის ისტორია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს,“ - ამის შესახებ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ტომარაძის აზრით, ახალგაზრდა თაობაში აგრესიის ფონს რელიგიის სწავლება შეამცირებს. 

„თუკი სწავლა-აღზრდის მიზანია პატრიოტი, სულიერად ჯანსაღი, შემწყნარებელი და მიმტევებელი, შრომისმოყვარე თაობის აღზრდა, მაშინ რელიგიის ისტორია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს,“ - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

მან სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც რელიგიის სწავლების შესახებ მსჯელობდნენ. 

ზვიად ტომარაძის თქმით, ის დაუპირისპირდა საგანს "მე და საზოგადოება". 

 

დღის ამბები