18 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. 75-კაციანი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ოპოზიციურმა პარტიამ დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაზე აირჩია.

„ჩვენ ყველანი ერთად და მთელი ქართული საზოგადოება, არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილის ქართულ ოცნებას, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკურ ჭაობში დატოვოს. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დააკარგვინოს ისტორიული შანსი, რომ სრულფასოვნად თავისუფალი, ევროპული და კეთილდღეობისკენ სწრაფვაში მყოფი ქვეყანა იყოს. ჩვენ ამის შანს მათ არ მივცემთ. საქართველო იქნება მართლაც ევროპული, სრულფასოვანი, თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეების მიერ შექმნილი ქვეყანა,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები