28 იანვარი 2020,   15:23
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა აშშ-ში მსხვერპლით დასრულდა

სამხრეთ კაროლინაში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ ლეგსინგტონთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. ავარიის შემდეგ შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

სამგზავრო მატარებელს ნიუ-იორკიდან მაიამიში 140-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. არის მსხვერპლიც.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, 70-მდე დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. 

დღის ამბები