25 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
ბერძნები ქვეყნის დასახელებაში სიტყვა "მაკედონიის" გამოყენებას აპროტესტებენ

ათენში კვლავ საპროტესტო გამოსვლებმა მიმდინარეობს. საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში ამ წუთებში ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ქვეყნის დასახელებაში სიტყვა "მაკედონიის" გამოყენებას აპროტესტებენ.

ბერძნები აცხადებენ, რომ მაკედონიის ხელისუფლებამ ეს სიტყვა ისტორიულ ბერძნულ პროვინციას "მოჰპარა" და საკუთარ ქვეყანას სახელად დაარქვა.

სწორედ ამ მიზეზით ოფიციალური ათენი მაკედონიის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას დღემდე ბლოკავს და ქვეყნის ხელისუფლებას სახელის გადარქმევისკენ მოუწოდებს.

ათენში მიმდინარე მრავალათასიან მიტინგს საბერძნეთის საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი შეუერთდა, მათ შორის სასულიერო პირები და სამხედროები. 

დღის ამბები