17 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
მოსკოვში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა - რუსეთის დედაქალაქს დიდთოვლობა და ქარბუქი დაატყდა თავს

უამინდობას მოსკოვში მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის დედაქალაქს დიდთოვლობა და ქარბუქი დაატყდა თავს. თოვლის საფარის სიმძიმემ და ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია. დაღუპულია შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც ხე დაეცა.

მეტეოროლოგების განცხადებით, მოსკოვსა და მის შემოგარენში ბოლო 48 საათის განმავლობაში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე ზოგიერთ რაიონში ერთ მეტრს აღწევს.

უამინდობამ სატრანსპორტო ქაოსი შექმნა. ჩაიკეტა გზები, აეროპორტებმა კი 150-ზე მეტი რეისი გადადეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი თოვა და ქარბუქი დედაქალაქში მოსკოვის ოლქში ხვალაც გაგრძელდება, მოსალოდნელია ყინვაც, ამიტომ მეტეოროლოგები მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები