28 იანვარი 2020,   15:08
ვრცლად
"რეჟისორთა გილდიის" რჩეული გილიერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" გახდა

რეჟისორთა გილდიის რჩეული გილიერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" გახდა. მექსიკელ რეჟისორს რეჟისორთა გილდიის ჯილდო "მხატვრული ფილმის რეჟისურაში შეტანილი მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის" გადაეცა.

ნომინაციაზე, დელ ტოროსთან ერთად, წარდგენილები იყვნენ "ლედი ბერდის" შემქმნელი გრეტა ჰერ-გივი, "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზეს" რეჟისორი მარტინ მაკ-დონაჰი, კრისტოფერ ნოლანი ფილმისთვის "დიუნ-კერკი" და ჯორდან პოლი ფილმისთვის "გაეთრიე".

რიგით 70-ე საიუბილეო დაჯილდოვების ცერემონია ტრადიციულად ბევერლი ჰილსში გაიმართა.

როგორც წესი, რეჟისორების, მსახიობების და სცენარისტების გილდიის გადაწყვეტილებები ოსკარის ჯილდოს ერთ-ერთ ბარომეტრად მიიჩნევა.

გილიერმო დელ ტორომ "წყლის ფორმის" შექმნისთვის რამდენიმე პრემია უკვე მოიპოვა და კრიტიკოსები მას კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოსაც უწინასწარმეტყველებენ. ფილმი ოსკარის 13 ნომინაციაზეა წარდგენილი. 

დღის ამბები