19 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
სავარაუდო კიბერთავდასხმა პაატა ბურჭულაძის ოჯახზე - ადვოკატი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

პაატა ბურჭულაძის ოჯახზე სავარაუდო კიბერთავდასხმის გამოძიებას ადვოკატი პროკურატურისგან მოითხოვს. დაუდგენელმა პირებმა ბურჭულაძის ოჯახის წევრების ელექტრონულ მოწყობილობაში შეაღწიეს და კონკრეტული ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოში დღეს შეიტანა.

პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე ამბობს, რომ მისგან დამოუკიდებლად, მისი მობილური ტელეფონიდან სხვადასხვა ოპერაცია შესრულდა. 

„ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას. თავისით დაიწყო სხვადასხვა ოპერაციის შესრულება ტელეფონმა და აქედან გამომდინარე, მივმართავ პროკურატურას, რომ მოხდეს შესაბამისი გამოძიება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძის შვილმა.

ბურჭულაძე არ აკონკრეტებს, რა სახის ოპერაციების შესრულებაზეა საუბარი.

„სხვადასხვა სახის მუქარები იყო facebook-თაც, დეტალებზე ამ ეტაპზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არ გამოვრიცხავ, რომ უკავშირდებოდეს იმ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც მამაჩემის მიმართ ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე ვერც დავდასტურებ და ვერც ვუარყობ, მაგრამ ამ ბოლო დროს, საკმაოდ უცნაური ფაქტები ხდება ჩვენ გარშემო. სრულიად უცხო ჟურნალისტები მოდიან, იღებენ ჩვენს სახლს ეკითხებიან მეზობლებს, თუ როგორი შვილები ჰყავთ,“ - ამბობს ალექსანდრე ბურჭულაძე.

ალექსანდრე ბურჭულაძე პროკურატურაში მის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ბურჭულაძე მზად არის გამოძიებას მისი მობილური ტელეფონი წარუდგინოს.

 

 

 

დღის ამბები