19 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
ჯაბა კანკავას არასპორტული საქციელი - ქართველმა მეტოქეს სახეში მუშტი ჩაარტყა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელიც ყაზახური ტობოლის ღირსებას იცავს, ამხანაგური მატჩის დროს ხელჩართული ჩხუბის მონაწილე გახდა.

ინციდენტი ტობოლი-ანჟის მატჩის მიწურულს მოხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, შელაპარაკების შემდეგ კი მას სახეში ჩაარტყა. დაპირისპირებული სპორტსმენების გაშველება ფეხბურთელებმა მოახერხეს და ინციდენტიც განიმუხტა.

მატჩი ანჟის გამარჯვებით 0:1 დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები