25 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
"ცინიზმსაც კი ჰგავდა, მაგრამ მგონია, რომ იყო უნიჭო PR სვლა" - შსს-ს მიერ კამპანიაში "არა ჩადებას!" ჩართვას, ცნობილი სახეები აფასებენ

"არა ჩადებას!" ამ შინაარსის „ფეისბუქ პოსტით“ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ სოციალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან ნარკოტიკების ჩადებას გმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას - "არა ჩადებას!" - აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

საზოგადოების ნაწილისთვის ეს უწყების მხრიდან იმის აღიარებაა, რომ ჩადებას ნამდვილად ჰქონდა და აქვს ადგილი, ნაწილისთვის ეს სამოქალაქო აქტივობის მაგალითია, ნაწილისთვის კი საერთოდ გაუგებარია რისი თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პოსტით - "არა ჩადებას!"

ბლოგერი გურამ შეროზია აცხადებს, რომ შსს-ს ეს განცხადება მისთვის იუმორისტულიც კი იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცოტა სასაცილო, პარადოქსულიც კი იყო იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს კამპანია "არა ჩადებას" გულისხმობს, რომ სწორედ შსს-ს მოუწოდებს იმისკენ რომ კონკრეტულმა თანამშრომლებმა აღარ მოახდინონ ის, რასაც აკეთებენ და უცებ გამოდის ამ ყველაფრის შემოქმედი და თვითონვე უერთდება აქციას,“-განაცხადა გურამ შეროზიამ.

შსს-ს ქმედებაში ცინიზმს ხედავს მწერალი ვახტანგ მოსიაშვილიც.

„რაღაც კუთხით შეიძლება ცინიზმსაც კი ჰგავდა მაგრამ რეალურად მგონია, რომ იყო უნიჭო PR სვლა. ანუ შსს არ არის ახლა ის ინსტიტუცია, რომელსაც ცნობადობის ამაღლება სჭირდება ან რომელიმე კერძო კომპანიას რაღაც მსგავსი ტროლინგისთვის რომ მიემართა დავუშვათ იმიტომ რომ ცნობადობა გაზრდილიყო და მერე ყველას მასზე ელაპარაკა გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს ძალიან სასაცილო არის როცა ამას შსს აკეთებს,“-განაცხადა მწერალმა ვახტანგ მოსიაშვილმა.

პოსტს ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრი იაგო ხვიჩია, რომელიც ამბობს, რომ შსს ამ განცხადებით ეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ჩადებას აღარ გამოიყენება. 

დღის ამბები