19 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
მკვლელობა ლომთათიძის ქუჩაზე - დავით ქმოსტელის ცხედარი დეიდის სახლში გადაასვენეს

ლომთათიძი ქუჩაზე მოკლული დავით ქმოსტელის ცხედარი ცოტა ხნის წინ იმ სახლში გადაასვენეს, სადაც ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივებზე ვერ საუბრობს მოკლულის დეიდა, ვისთან ერთადაც რუსეთიდან დაბრუნებული ქმოსტელი ცხოვრობდა.

მოკლულის ნათესავი გამორიცხავს რაიმე კრიმინალურ გარჩევაში მის მონაწელეობასაც. მკვლელობის ვერსიები უცნობია გარდაცვლილის ნაცნობებისთვისაც. მოკლული რუსეთში ცხოვრობდა, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნდა. ის დღეს დილით, ლომთათიძის ქუჩაზე, ნიღბიანმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

დღის ამბები