25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ხონის რაიონიდან დაიწყო

ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია დღეს ხონის რაიონიდან დაიწყო.

გიგი უგულავა აცხადებს, ყველა სოფელს მოინახულებს და მოსახლეობას შეხვდება.

„მინდა, რომ ვითანამშრომლოთ სხვა ოპოზიციური პარტიის აქაურ წარმომადგენლებთან,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

„დავიწყეთ კამპანია იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, ბრძოლის პირობებში შესაძლებელია დღევანდელი ხელისუფლების დამარცხება და ხელისუფლებასთან ერთად, შესაძლებელია დავამარცხოთ ის უყურადღებობა, რომელშიც დღეს არის ჩვენი მოსახლეობა,“ - აცხადებს ბაქრაძე.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.

 

 

დღის ამბები