19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე - დემირელის კოლეჯის მენეჯერის ბედი ხვალ უნდა გადაწყდეს

საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაეცეს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს. ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების პროცედურის დაწყების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველო ვალდებული იყო ჯერ დაეკავებინა დემირელის კოლეჯის მენეჯერი, რომელიც შეიარაღებული, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იძებნებოდა, შემდეგ კი შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, გადაეცა თურქეთისთვის. შემაფერხებელი გარემოება კი, პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ აღარ არსებობს, რაც ორი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ახლა სასამართლოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება.

არგუმენტებს ხვალინდელ სასმართლო პროცესზე დაცვის მხარეც წარმოადგენს. ჩაბუქის ადვოკატი ამბობს, რომ მუხლს, რომელსაც ჩაქბუს ედავებიან თურქეთი ხელისუფლება ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ჩაბუქს ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთში წამება ელის, რის გამოც მისი გადაცემის წინააღმდეგია ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპარლამენტი და სახალხო დამცველიც.

ემერ ჩაბუქი ოჯახთან ერთად ბოლო 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, იგი 24 მაისს დააკავეს.

დღის ამბები