19 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
"არა ჩადებას!" - შსს-ს ხმაურიანი ფეისბუქ პოსტი, რომელმაც 24 საათში 1500 მოწონება და 4000-მდე გამოხმაურება დააგროვა

შსს-ს ოფიციალურ ფეისბუქ პოსტს, რომლითაც უწყება კამპანია, "არა ჩადებას!" შეუერთდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. უწყების ყველაზე რეზონანსულმა ფეისბუქ გზავნილმა, ბოლო 24 საათში, 1500-მდე მოწონება და 4000-მდე გამოხმაურება დააგროვა.

სოციალური კამპანიის მხარდამჭერების ნაწილი სამინისტროს საჯარო განაცხადს მთავრობის მიერ პრობლემის აღიარებად იღებს. ნაწილი კი მიიჩნევს რომ ეს მხოლოდ იაფფასიანი პიარკამპანიის ნაწილია, რომელიც თავი თავში ცინიკურ შინაარსსაც კი მოიცავს.

თავად უწყებაში განმარტავენ, რომ შსს-მ ამ ნაბიჯით საზოგადოებას უთხრა, რომ ის არ აპირებს ამ მეთოდოლოგიით მუშაობას და პირიქით, ებრძვის კიდეც მას. 

დღის ამბები