20 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური მენეჯერი საკუთარ კაბინეტში დააკავეს

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური მენეჯერი საკუთარ კაბინეტში დააკავეს. სამართალდამცავებმა ის დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე აიყვანეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდა.

პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ფსიქოტროპული ნივთიერება ლირიკას 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები