08 აპრილი 2020,   05:14
ვრცლად
ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე 2017 წლის 6 თვის შედეგები საბჭოს წევრებს გააცნო

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე 2017 წლის 6 თვის შედეგები საბჭოს წევრებს გააცნო. ეს მთავარი პროკურორის რიგით მეოთხე ანგარიში იყო საბჭოში.

„განსაკუთრებით ველოდებოდი ისეთ დანაშაულებზე ერთი წლის შედეგებს, როგორიც არის ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული. თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ტენდენციები, რომლებიც ამ წლის განმავლობაში იყო გაუმჯობესებული, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე შუამდგომლობების მიმართვის დაკმაყოფილების მაჩვენებელი, გამამტყუნებელი განაჩენები, პატიმრობის მოთხოვნის შემცირების მაჩვენებელი,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ნათია სონღულაშვილმა. 

დღის ამბები