24 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ჩაბუქი ექსტრადირების მოლოდინში - ადვოკატები ევროსასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავენ

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვლამდე საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება. დღევანდელი პროცესი მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნით გადადო, რომელმაც დრო პროკურატურის შუამდგომლობაზე არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად ითხოვა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამასთანავე განმარტა, რომ დრო თვითონაც სჭირდებოდა სახალხო დამცველის, ახალგაზრდა იურისტებისა და EMC-ის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი პოზიციების გასაცნობად.

თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენი დემირელის სკოლის მენეჯერის თურქეთისთვის გადაცემა იქნება, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი ევროსასამართლოში  გაასაჩივრებს.

ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის წინააღმდეგნი არიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველიც.

კურიერის კითხვაზე, აქვს თუ არა მთავარ პროკურატურას მტკიცებულებები, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირშია, ირაკლი შოთაძე პასუხობს, რომ ამ კონკრეტული ბრალდების მტკიცება მათი ვალდებულება არ არის

საქალაქო სასამართლოს მორიგ სხდომამდე თბილისში ევროპარლამენტარები ჩამოვლენ და ჩაბუქის საქმესაც ადგილზე დააკვირდებიან. 

დღის ამბები