26 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე დიალოგს მოსახლეობასთან იწყებენ

პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე დიალოგს მოსახლეობასთან იწყებენ. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველო არ დამარცხებულა, თუმცა, ბრძოლა გრძელდება.

ეროვნული უშიშროების საბჭო კი სტრატეგიულ დისკუსიაში ეროვნული უსაფრთხოების თემაზე საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვისკენ მოუწოდებს.

სოფელ ზემო ნიქოზში მოსახლეობის ნაწილი რუსულ რადიოსა და რუსულ სატელევიზიო არხებს ყოველ დღე უსმენს.

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობაში რუსული პროპაგანდის გავლენის შესამცირებლად პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი ახლა მოსახლეობის ინფორმირებაა, თუ რას ნიშნავს რუსეთის ჰიბრიდული ომი და როგორ ხდება მისი დახმარებით ქვეყნების ოკუპაცია.

უშიშროების საბჭოში ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოება, პირველ რიგში, მოსახლეობის ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

რუსულ პროპაგანდასთან და საოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო საგანმანათლებლო შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები