25 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
ურთიერთბრალდებები ყოფილ პროკურორსა და ძიძებს შორის

ყოფილი პროკურორი მისი მისამართით ყოფილი ძიძების მიერ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, მათ თავადაც უპირისპირდება. მილენა მითაიშვილი საკუთარი შვილის აღმზრდელებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.

საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე. მილენა მითაიშვილი ამტკიცებს, რომ კატერინა მანსფიელდის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი სწორედ ნინო ბოჭორიშვილია, რომელიც ვიდეოზე მიუთითებს, რომ პროკურორი მითაიშვილი ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

ყოფილი სამართალდამცავის მოთხოვნით დღეს მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი ძიძის, ნინო ბოჭორიშვილის, სახლიც გაჩხრიკა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ყოფილი პროკურორის ცხოვრების კადრები სწორედ ბოჭორიშვილმა გაავრცელა და ჩხრეკის შედეგი ამას დაამტკიცებს.

ძიძა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მან საერთოდ არ იცის, რა ვიდეოზეა საუბარი. მაგრამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა, მილენა მითაიშვილის საჩივრის გარდა, კიდევ ერთ საქმეს სწავლობს. ამ შემთხვევაში ყოფილ პროკურორს ძიძები უჩივიან და მას მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.  

რეპორტაჟი, რომელშიც ძიძები ყოფილ პროკურორს უპირისპირდებიან, კვირას P.S.-ში გავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები