19 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
მიუზიკლი WELCOME TO GEORGIA კომედიისა და დრამის თეატრში

მიუზიკლი WELCOME TO GEORGIA მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში ქვეყნის სტუმრებისთვის დაიდგა. ერთ საათიან მიუზიკლში 2 მოქმედებად მაყურებელი მთავარი ქართული ბრენდების შესახებ შეიტყობს, იქნება ეს ღვინო, პოლიფონია, ანბანი თუ დანარჩენი სიმბოლოები, რაც ქვეყნის იდენტობას ქმნის.

მსახიობი, ქორეოგრაფი და რეჟისორი არჩილ სოლოღაშვილი ამიერიდან ყველა ტურისტისთვის საქართველოში გიდი იქნება.

სპექტაკლის პრემიერა მარტში გაიმართება.

 

დღის ამბები