23 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
მონიტორინგი, უბრალოდ, ვერ გაკეთდება - "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარე მშენებლობების მოწესრიგებაზე საუბრობს

კულტუროლოგი, თბილისის ჰამქრის თავმჯდომარე, ცირა ელისაშვილი არჩევანის ეთერში დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებზე საუბრობს. ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, რომ მშენებლობების მოწესრიგების კუთხით, კანონი ბევრ რამეს ვერ არეგულირებს და მოსაწესრიგებელია.

ცირა ელისაშვილის თქმით, 2014 წელს 57-ე დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, მშენებლობნის ნებართვის პროცედურა გამარტივდა. მისი თქმით, კომპანიას შეუძლია, ესკიზური პროექტი შეიტანოს და აღნიშნავს, რომ, მაგალითად, პანორამა თბილისს ერთი წელი მიეცა, რათა საპროექტო დოკუმენტების შეევსო.

„ჩვენ მონიტორინგს ვერ განვახორციელებთ იმიტომ, რომ არ ვიცით, რას აკეთებენ ამ თვალსაზრისით და აკეთებენ თუ არა სწორად, ამის მონიტორინგი, უბრალოდ, ვერ გაკეთდება,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცირა ელისაშვილის თქმით, შეცდომა იყო, როდესაც "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონი შეიცვალა.

„სამწუხაროდ, კანონები ჩვენთან ძალიან ხშირად იცვლება, მათ შორის, ეს არის კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", სადაც, მაგალითად, 2007 წელს გაქრა ამ კანონიდან ისეთი საკვანძო სიტყვა, როგორიც არის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,“ - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

დღის ამბები