19 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოშია - დიღმის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დიღმის ტყეში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირმა კორპუსი მარცხენა მხრიდან დატოვა და დიღმის ტყისკენ წავიდა.

დიღმის ტყეში ექსპერტ-კრიმინალისტებმა, სავარაუდოდ, ფეხის ანაბეჭდები აიღეს და ასევე სხვა ნივთმტკიცებები იპოვეს. სამარდალდამცავები, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს ეძებენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო დამნაშავემ პირველად დოდო გუგეშაშვილის შვილს ესროლდა, რომელსაც გუგეშაშვილი გადაეფარა, რა დროსაც ის დაიჭრა. ასევე ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმაც ისროლა. სავარაუდო დამნაშავის დაჭრის ფაქტს ადასტურებს კორპუსის მიმდებარედ არსებული სისხლის კვალი.  

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყებაში დამატებითი კომენტარი არ კეთდება. 

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები