18 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
ავარია ქუთაისის გზაზე - გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითოხვს

2016 წლის ივნისში მომხდარი საზარელი ავარიის საქმეზე, სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში ხვალ განახლდება. ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. "BMW"-ს ტიპის ავტომობილი, რომელსაც მორაგბე, გიორგი კვირიკაშვილი მართავდა "NISSAN TIIDA"-ს შეეჯახა.

მასში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის ოჯახი, ექსპერტზის რამდენიმე დასკვნაში არსებულ შეუსაბამობაზე საუბრობს და დამნაშავის დასჯას მოითოხვს.

"პესიმისტურად არის ოჯახი განწყობილი, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნები დიდ ეჭვს იწვევს. ამ დასკვნებით გამართლებულია კვირიკაშვილის ქმედება, რომელმაც ამ ავარიის შედეგად 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერა ოჯახს და არც სასამართლოს იმედი აქვს, რადგან, სავარაუდოდ, სასამართლო დაეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნას," - ამბობს გიორგი პაპასკირის ოჯახის ადვოკატი დავით დეკანოიძე.

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, ექსპერტიზამ შეისწავლა შეჯახების ადგილზე საბურავების დარჩენილი კვალი, ასევე შეისწავლა შეჯახებული ავტომობილების მდგომარეობა და დაკითხა მოწმეები, რის შემდეგაც დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა კვირიკაშვილისგან არ იყო პროვოცირებული.

"ექსპერტიზა ჩატარდა მასლებიდან გამომდინარე. იქ არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც არის შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვლები, ავტომობილებზე შეჯახების შედეგად ურთიერთკონტაქტის კვლები. ამ კვლებისა და მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მეკოს ბრალეულობა არ არის ამ ავტოსაგზაო შემთხვევაში,“ -ამბობს კვირიკაშვილის ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე.

ქუთაისის-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას, 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

დღის ამბები