25 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
"სრული სიცრუე" - „ბადაგონის“ დამფუძნებლის ბრალდებებს ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი პასუხობს

„ბადაგონის“ დამფუძნებლის ბრალდებებს, რომ კომპანიის ხელში ჩასაგდებად, დავით ბეჟუაშვილი და რუსეთის მოქალაქე, ვლადიმერ ჯანჯღავა იბრძვიან, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი პასუხობს. „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას ბრალდებებს ჯანჯღავას ადვოკატი სიცრუეს უწოდებს. 

ვლადიმერ ჯანჯღავას განაცხადის საფუძველზე კომპანია "ბადაგონის" წილებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს თანამშროლები საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.

ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალაძის თქმით, ჯანჯღავას კომპანია "ბადაგონში" წლების განმავლობაში 20 მილიონამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ადვოკატის განცხადებით, 100%-იანი წილის გადაფორმების შეთანხმებას, რომელიც გიორგი სალაყაისთან 2014 წელს გაფორმდა, ფორმალურს უწოდებს. 

„ხდებოდა კონკრეტული პირის, ვლადიმერ ჯანჯღავას ფინანსური სახსრების მოზიდვა, დაახლოებით, ამ თანხებმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა. შეუძლებელია და არავინ დაიჯერებს, რომ პირს, რომელმაც კომპანიაში 20 მილიონი დოლარი მოიტანა, შეეძლო წილი გაესხვისებინა 50 ათას დოლარად, რომელიც ასევე არ არის გადახდილი. ეს ხელშეკრულება იყო ფორმალური, არ იყო ნამდვილი. ის იყო უბრალოდ ნდობაზე დაფუძნებული გარიგება. „ბადაგონის“ მთავარი დამფინანსებელი წლების განმავლობაში იყო ოფშორული კომპანია „გრაკორო ლიმიტედი“, რომლის ბენეფიციარი აქციონერები სხვადასხვა დროს გახლდნენ ვლადიმერ ჯანჯღავას მეუღლე, ეკატერინე ეზუგბაია და მისი სიმამრი, რომელიც დღესაც „გრაკორო ლიმიტედის“ აქციონერია.

"სალაყაიამ კარგად იცის, ეს თანხები, რომელიც „გრაკოროდან“ ბადაგონში“ ირიცხებოდა, ვლადიმერ ჯანჯღავას ფინანსური სახსრები იყო. ამ საქმესთან დაკავშირებით ბეჟუაშვილის გვარი-სახელი, ან რაიმე მიმართება, დაინტერესება, არაფერი მსმენია. ეს არის სრული სიცრუე, მქონდა კომუნიკაცია ჩემს მარწმუნებელთან და სალაყაია ალბათ, ერთგვარ პროვოკაციულ გზას მიმართავს,“ - განაცხადა ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა, იმედა დვალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები