20 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
შულცის "სოციალ-დემოკრატები" და მერკელის "ქრისტიან-დემოკრატები" მინისტრთა პორტფელებს გადაინაწილებენ

არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ გერმანიის მთავარი პოლიტიკური ძალები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. მარტინ შულცის "სოციალ-დემოკრატები" და მერკელის "ქრისტიან-დემოკრატები" მინისტრთა პორტფელებს გადაინაწილებენ.

მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გუშინ დილით დაიწყო და 24 საათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეებმა ბოლო დეტალებიც შეათანხმეს.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში სექტემბერში ჩატარდა. თავდაპირველად, "სოციალ-დემოკრატებმა" მერკელის პარტიასთან კოალიციის შექმნაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან "ქრისტიან-დემოკრატების" მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან ჩაიშალა.

სავარაუდოდ, გერმანიის ახალი მთავრობა მუშაობას ერთ თვეში შეუდგება.

დღის ამბები