20 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის მეზობელი გამოკითხვაზე მიიყვანეს

დოდო გუგეშაშვილის მეზობელი, რომელმაც შესაძლოა სავარაუდო მკვლელი დაინახა, პოლიციის მთავარ განყოფილებაში გამოკითხვაზე მიიყვანეს. იმის შესახებ, რომ მან სავარაუდო მკვლელი დაინახა, ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

თვითმხილველი ამბობს, რომ პირს, რომელიც მან დაინახა, ლურჯი ქურთუკი ეცვა და ხელში ლურჯი პარკი ეჭირა, რომელშიც თეთრი ფერის საგანი ედო. მისივე თქმით, მან ასევე გაიგო დოდო გუგეშაშვილის ყვირილი.

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები