16 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - გარდაცვლილის ოჯახი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

2016 წლის ივნისში მომხდარი საზარელი ავარიის საქმეზე, სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში ხვალ განახლდება. ავარიის შედეგად გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მეგობარი ანი ჩხაიძე ადგილზე დაიღუპნენ. ისინი მსუბუქი „NISSAN TIIDA“-თი გადაადგილდებოდნენ. მათ BMW-ს მარკის X-5 დაეჯახა, რომელსაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მისი მეუღლეც. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა 2016 წლის ივლისში ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. პაპასკირების ოჯახი საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პირველი დასკვნის საფუძველზე მერაბ კვირიკაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს. იმერეთის სამხარეო პროკურატურამ მისთვის პატიმრობა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა.

პარალელურად, ბრალდებულის დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვა, რომელიც ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. მეორე დასკვნის საფუძველზე მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ დადასტურდა.

ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერა გიორგი პაპასკირის დედას. მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არც კომისიური ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება. პაპასკირების ოჯახს სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები