25 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის, მეტსახელად "თეთრი მაგნოლიას" გზა

მხედრიონის ერთ-ერთი მეთაური და ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრი დოდო გუგეშაშვილი, მეტსახელად „თეთრი მაგნოლია“ აქტიურად მონაწილებდა აფხაზეთის ომში. სწორე მის სახელს უკავშირდება სოფელ დარჩელში მომხდარი ტრაგედია.

მხედრიონის რიგებში აფხაზეთში გუგეშაშვილმა სოხუმის დაცემამდე იბრძოლა, მიიღო რამდენიმე ჭრილობა და სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობაში გადავიდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარი წლის განმავლობაში პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა.

გუგეშაშვილი ბანდიტიზმის და დარჩელის გადაწვის ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა. ჯაბა იოსელიანთან ერთად ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნება სცადა, თუმცა პარტია „პატრიოტთა კავშირს“ მაშინ რეგისტრაციის უფლება არ მისცეს.

დოდო გუგეშაშვილი უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა და უკრაინელ მებრძოლებს ამზადებდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი და აფხაზეთის ომის ვეტერანი არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით ომის ვეტერანებს ეხმარებოდა. 

დღეს დილით კი, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები