19 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საქმე ეხება ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრეს.

პოლიციამ ბრალდებული თ.გ. თბილისში აიყვანა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ბრალდებულმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1993 წელს დაბადებული ხ. ჭ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები