24 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
"მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს... საერთოდ არ მჭირდება დაცვა"-შელაპარაკება პრემიერსა და "აუდიტორია 115-ის" სტუდენტებს შორის

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღნიშვნა. "აუდიტორია 115"-ის წევრმა სტუდენტებმა რამდენჯერმე სცადეს საზეიმო ღონისძიების ჩაშლა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პატრიარქი და თსუ-ს რექტორი ესწრებიან.

სტუდენტები დილიდან ითხოვდნენ, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ღონისძიებას. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ღონისძიების მსვლელობისას დარბაზში შევარდა, რომელიც დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

ღინისძიების დასრულების შემდეგ "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს პრემიერთან დალაპარაკება. მათ გიორგი კვირიკაშვილმა განუმარტა, რომ სტუმრების სია მთავრობის ადმინისტრაციას არ შეუდგენია. ამასთან, პრემიერმა პასუხი გასცა სტუდენტის შეძახილებს პრემეირის დაცვასთან დაკავშირებით. 

„ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს. ახლაც მოვედი. მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა,“-განაცხადა გიორგი კირიკაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები