25 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
საბერძნეთში ვიზიტით მყოფი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა

საბერძნეთში ვიზიტით მყოფი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა. ორი ქვეყნის პირველი პირების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის სხვადსხვა ფორმატსა და უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი ბერძენი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია. 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა უმასპინძლა და პარლამენტის უმაღლესი - პერიკლეს ჯილდო გადასცა.

დღის ამბები