26 იანვარი 2020,   22:09
ვრცლად
ავსტრალიაში საჰაერო ბურთის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ავსტრალიაში საჰაერო ბურთის კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ მელბურნის მახლობლად მოხდა.

აფრენის შემდეგ საჰაერო ბურთმა 25 კილომეტრის მანძილი გაიარა, თუმცა, დაშვების დროს პილოტმა მართვა დაკარგა და მგზავრები სიმაღლიდან გადმოვარდნენ.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები