25 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
თბილისში მე-10 კლასის მოსწავლე ნაცემია

სკოლა „ლამპრის“ მე-10 კლასის მოსწავლე ნაცემია. ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. დედის თქმით, როგორც მას შვილმა უთხრა, მოზარდების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც ერთ-ერთი ბიჭის ხელი მოხვდა და ტუჩი დაუზიანდა.

როგორც ცნობილია, დაპირისპირება, სავარაუდოდ, ნაძალადევის რაიონში კერძო სკოლა „ლამპრისა“ და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა.

"ლამპრის" დირექტორის თქმით, მასთან დაშავებული ბავშვი მე-12 საჯარო სკოლის მანდატურმა მიიყვანა.

როგორც დირექტორი ამბობს, ნაცემმა მოსწავლემ განუცხადა, რომ არ იცის, კონკრეტულად ვინ დაარტყა, რადგან ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. 

დღის ამბები