25 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ვარიანტებს ასახელებს

უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ვარიანტებს ასახელებს. ამის შესახებ იური ლუცენკომ ТСН-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ლუცენკომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მას რამდენიმე ვარიანტი ექნება.

„პირველი, ნებაყოფლობითი დაბრუნება ნებისმიერ არჩეულ ქვეყანაში, მაგალითად, ნიდერლანდებში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. მეორე, ნებაყოფლობითი ან იძულებითი დეპორტაცია არჩეული ქვეყნებიდან ერთ-ერთში ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ეს კი პოლონეთია და ასევე, ექსტრადიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე,“ - განაცხადა ლუცენკომ.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მისთვის ყველაზე რთული მესამე გადაწყვეტილება იქნება, რადგან ლუცენკოს შეფასებით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება 100 პროცენტით მის ციხეში ჩასმას ნიშნავს.

დღის ამბები