24 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, იური ლუიკი სტუმრობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, სამხედრო განათლების, ეროვნული გვარდიისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.

ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა მედიისთვის განცხადებებიც გააკეთეს.

„ესტონეთი ყოველთვის გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ესტონეთი ყოველთვის პრინციპულად მხარს უჭერდა ამ პროცესს... შევქმენით პირობები ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მოხარულია, რომ საქართველო თავდაცვის ბიუჯეტზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ხარჯავს.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს მიერ სამხედრო თვალსაზრისით განსაზღვრული მოდელი, რაც ესტონეთშიც თითქმის იგივეა, პროფესიულ არმიას და რეზერვის სისტემას ეფუძნება. ჩვენ პატარა ქვეყნებს წარმოვადგენთ გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში,“ - განაცხადა იური ლუიკიმ. 

დღის ამბები