23 იანვარი 2020,   20:37
ვრცლად
თელავის საკრებულოში ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

თელავის საკრებულოში მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, დარღვეულია საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ხელფასის ზრდის საკითხი 20 იანვრამდე უნდა განხილულიყო.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საკითხი სასამართლოში გაასაჩივრონ.

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე აცხადებს, რომ ვადიდან მცირედი გადაცდომა იყო და ამას კანონის დარღვევად არ მიიჩნევს.

დღევანდელ სხდომაზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100, პირველი მოადგილეების 2800, მოადგილეების კი 2500 ლარით განისაზღვრა.

დღის ამბები