19 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაღის აღმზრდელებს თავიანთი კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ - ანა წითლიძე

ზუგდიდის საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან მერიამ შრომის ხელშეკრულება დაგვიანებით გააფორმა. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ ისაუბრა.

აღმზრდელების თქმით, შედეგად მათ არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასის ნაწილი. ისინი მერიისგან რამდენიმე კვირიანი დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაღის აღმზრდელებს დღემდე არ აუღიათ თავიანთი კუთვნილი ხელფასი. ჩვენ მოვუწოდებთ ქალაქის მერს, რომ ცოტა ხნით უარი თქვას საკუთარ და თანამშრომლების კომფორტზე და კეთილი ინებოს და უახლოეს დღეებში ბაღის აღმზრდელებზე ხელფასები გასცეს,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის მერიაში კი, ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ცვლილებები თვითმმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანებას უკავშირდება.

დღის ამბები